ინსტრუქცია

Archfix - პროტოტიპი | ზოგადი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Archfix IBC Prototype v3 - ში !!!

  • თუ ვიზუალურად გიადვილდებათ სწავლა, შეგიძლიათ ჩვენს Youtube Playlist - ს გადახედოთ, სადაც გაეცნობით ყველა ძირითად ფუნქციას.
  • გაითვალისწინეთ რომ ეს არის პროტოტიპული ვერსია და რეალური პროექტზე მუშაობისას თქვენითაც უნდა გადაამოწმოთ პროექტის სისწორე.
  • კითხვებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვმართოთ ფეისბუქ გვერდზე ხოლო უფრო აქტიურად პროცესებში ჩასართავად გაწევრიანდით ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში

ინსტრუქციაში აღწერილია პროგრამა როგორ აღიქვამს შენობას შნუწ (41-ე, "სახანძრო") კანონმდებლობის მიხედვით.

იერარქია

• ერთი ფუნქციის მქონე სივრცე შესაძლოა აერთიანებდეს მრავალ ოთახს და სივრცეს.
• ერთ დაკავებულობის ჯგუფში შესაძლოა იყოს რამოდენიმე ფუნქციის სხვადასხვა სივრცე. (ჩვენს პროგრამაში თქვენ შეგყავთ ფუნქციის ფართობები)
• ერთ შენობაში შესაძლოა იყოს რამოდენიმე დაკავებულობის ჯგუფი. ქვემოთ იხილავთ ამ სქემის ვიზუალიზაციას

manual_basics_1
პროგრამის მუშაობის პრინციპი

დაკავებულობის რაოდენობა, ფართობი, ჯგუფი, სიმაღლე და სხვა მცირე პარამეტრები, ერთად განსაზღვრავენ შენობის: კონსტრუქციის ტიპს, ავტოსაშხეფების საჭიროებას, გასასვლელების რაოდენობას, მდებარეობას და სიგანეს, ლიფტის საჭიროებას, წყალგაყვანილობები და სხვა მრავალი.

manual_basics_1

ზოგი პარამეტრი ერთმანეთზე ორმხრივად არის დამოკიდებული, და აქვს უამრავი გამონაკლისი, რაც საერთო ჯამში იწვევს დაბნეულობას. სწორედ ამიტომ, ამ პროგრამით ლოგიკური თანმიმდევრობით იმუშავებთ პროექტზე.

ეტაპი - 1 - დაკავებულობის განსაზღვრა

დაკავებულობები დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად 3 რამის გამო: წვადი მასალები, ხანძრის საშიშროება და სიცოცხლის უსაფრთხოება.
დააჭირეთ დაკავებულობის ჯგუფს აღწერის მისაღებად:
თვ-1
თვ-2
თვ-3
თვ-4
თვ-5
სქ
სგ
სმ-1
სმ-2
დსშ-1
დსშ-2
დსშ-3
დსშ-4
დსშ-5
დწ-1
დწ-2
დწ-3
დწ-4
სვ
სც-1
სც-2
სც-3
სც-4
სწ-1
სწ-2
დს
 

თვ-1

ამ ჯგუფს მიკუთვნებული სივრცები თავშეყრისათვის გამოიყენება, ჩვეულებრივ, ფიქსირებული დასაჯდომებითაა უზრუნველყოფილი. განკუთვნილია კინოფილმების საყურებლად, წარმოდგენების დასადგმელად და საყურებელად.


არ იღველვოთ, თქვენ არ მოგიწევთ დაკავებულობების შესახებ სრული ინფორმაციის გადამუშავება, Archfix ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს. ამისთვის კი უმჯობესია პირველ რიგში ინსტრუქცია წაიკითხოთ რომელიც თქვენთვის მოვამზადეთ.


პროექტზე მუშაობის დაწყება

თქვენს პროექტზე მუშაობა ამ პროგრამაში იწყება მიწისზედა და მიწისქვეშა სართულების შეყვანით.


სართულების ნიშნულები თქვენ მიერ შექმნილი სართულების გვერდით გაჩნდება, თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ნიშნულები ინდივიდუალურად.


შენობის სრული სიმაღლე ავტომატურად გამოითვლება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ შენობის სიმაღლე და სიღრმე ხელით მოცემულ გრაფაში. გაითვალისწინეთ რომ პროექტის სწორად დათვლისთვის, აუცილებელია რომ ყველა პარამეტრი სწორად იყოს შეყვანილი.


შემდეგ უნდა აირჩიოთ სივრცის ფუნქცია, რომლის ფართობსაც მოგვიანებით შევიყვანთ. ფუნქციები ჩამოთვლილია და მისადაგებულია დაკავებულობების ჯგუფებზე 41-ეს მეოთხე თავის მიხედვით.


ფუნქციის არჩევის შემდეგ პროგრამა ავტომატურად აირჩევს დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორს 1004 ცხრილიდან. თუმცა თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას შეგეძლებათ ცხრილის ჩამოშლა და თავად არჩევა.


ფართობების შეყვანის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ რომ დაკავებულობებიც ავტომატურად გამოანგარიშდა, პარამეტრი დდფ: რომელიც არის დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი, მიბმულია თქვენ მიერ არჩეულ დდფ-ზე 1004 გრაფიდან. ფართობი იყოფა ამ (დდფ) კოეფიციენტზე, შემდეგ მრგვალდება და მიიღება დაკავებულობის დატვირთვა. თუმცა თუ თქვენ არ ეთანხმებით 1004 მიერ არც ერთ შემოთავაზებულ დდფ-ს შეგიძლიათ ხელით შეიყვანოთ. !!! ყოველ ხელით შეყვანილ პარამეტრზე პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ !!!


ფუნქციის არჩევის შემდეგ პროგრამა ავტომატურად შემოგთავაზებთ დაკავებულობას რიგი ფაქტორების და გამონაკლისების გათვალისწინებით (ძირითადად ამას განსაზღვრავს თქვენ მიერ არჩეული ფუნქცია).
წითელი ფერი მიუთითებს თქვენ მიერ არჩეულ დაკავებულობაზე რომელიც არ არის ფუნქციასთან შესაფერისი, ხოლო მწვანე ფერის დაკავებულობა კი რეკომენდირებულია პროგრამის მიერ.


იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ რას ნიშნავს აბრევიატურა, მაუსს დიდხანს გააჩერებთ ელემენტთან და განმარტება დაიწერება.

ზოგადად პროგრამის ელემენტების უმეტესობაზე რომელზეც შეიძლება კითხვები გაჩნდეს, შეაყოვნეთ მაუსი 1-2 წამით და უმეტეს შემთხვევაში განმარტებები დაიწერება.


დაკავებულობის ჯგუფი რომელიც სწორად არის არჩეული უნდა გამოიყურებოდეს ასე.

ამის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიყვანოთ ფართობები სართულების მიხედვით.

პროტოტიპის ეტაპზე გთხოვთ თუ ფართობის რიცხვების წაშლა გსურთ გრაფიდან, არ წაშალოთ და დაწეროთ 0 წაშლის ნაცვლად


მოცემული ღილაკით ემატება იგივე დაკავებულობის მქონე სხვა სივრცე ან დამხმარე სივრცე.

იგივე დაკავებულობის მქონე სხვადასხვა სივრცეებად შეიძლება ჩავთვალოთ მაგალითად თეატრის სცენა და თეატრის დარბაზი, ორივე თვ-1 დაკავებულობას მიეკუთვნება და ამ ღილაკის მეშვეობით უნდა დაამატოთ ორივე.
დამხმარე სივრცედ კი შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად სკოლისთვის ბუფეტი, საკალათბურთო დარბაზი...


მომიჯნავე დაკავებულობის დამატება და წაშლა შეიძლება ამ ღილაკით.
ზოგჯერ ერთი შენობა შეიძლება განსხვავებულ დაკავებულობის ჯგუფებს მოიცავდეს.

ეტაპი - 2 - კონსტრუქციის ტიპები

კონსტრუქციის ტიპები დაყოფილია სტრუქტურული ელემენტების მიმართ ცეცხლმედეგობის მოთხოვნების მიხედვით. მაგალითად, ქვემოთ მოცემული კონსტრუქციულ ტიპებს თუ გადართავთ, შეამჩნევთ რომ IA ტიპიდან VB ტიპისკენ ცეცხლმედეგობის მოთხოვნები კლებულობს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ IA კონსტრუქციის ტიპის შენობა აუცილებლად რკინაბეტონის სტრუქტურული ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს.
თქვენ შეგიძლიათ IA კონსტრუქციული ტიპის შენობა ააგოთ მაგალითად ხის ან ფოლადის მასალებით, მაგრამ ამის საპირწონედ მოგიწევთ ცეცხლმედეგობის მოთხოვნების შესრულება, რამაც შეიძლება გააძვიროს პროექტი რკინაბეტონის კონსტრუქციისგან განსხვავებით, რაც ისედაც აკმაყოფილებს მოთხოვნილ ცეცხლმედეგობას ზედმეტი დაცვის გარეშე.

დააჭირეთ კონსტრუქციის ტიპს აღწერის მისაღებად:
IA
IB
IIA
IIB
IIIA
IIIB
IV
VA
VB

IA

არაწვადი მასალები
...
ძირითადი ელემენტების ცეცხლმედეგობა: 3 3 3 2 1.5

ახლა კი რახან კონსტრუქციის ტიპების საბაზისო არსი გასაგებია, შეგვიძლია გავაგრძელოთ პროექტზე მუშაობა, პირველი ეტაპი დაასრულეთ და ახლა მეორე ეტაპზე გადახვედით, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ ზოგჯერ წინ და უკან შეიძლება მოგიწიოთ ეტაპებს შორის გადართვა.


კონსტრუქციის ტიპები დაყოფილია სტრუქტურული ელემენტების მიმართ ცეცხლმედეგობის მოთხოვნების მიხედვით. მაგალითად, ქვემოთ მოცემული კონსტრუქციულ ტიპებს თუ გადართავთ, შეამჩნევთ რომ IA ტიპიდან VB ტიპისკენ ცეცხლმედეგობის მოთხოვნები კლებულობს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ IA კონსტრუქციის ტიპის შენობა აუცილებლად რკინაბეტონის სტრუქტურული ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს.
თქვენ შეგიძლიათ IA კონსტრუქციული ტიპის შენობა ააგოთ მაგალითად ხის ან ფოლადის მასალებით, მაგრამ ამის საპირწონედ მოგიწევთ ცეცხლმედეგობის მოთხოვნების შესრულება, რამაც შეიძლება გააძვიროს პროექტი რკინაბეტონის კონსტრუქციისგან განსხვავებით, რაც ისედაც აკმაყოფილებს მოთხოვნილ ცეცხლმედეგობას ზედმეტი დაცვის გარეშე.

დააჭირეთ კონსტრუქციის ტიპს აღწერის მისაღებად:კონსტრუქციული ტიპები და მასზე დამოკიდებული პარამეტრები

პირველ ეტაპზე შეყვანილი ფართობების, დაკავებულობების, სართულების მიხედვით, Archfix გვთავაზობს რეკომენდირებულ კონსტრუქციის ტიპს, თუ რეკომენდირებულზე უფრო სუსტი კონსტრუქციის ტიპი გაქვთ არჩეული, მიიღებთ შეცდომის მესიჯს. Archfix ასევე ითვლის ავტოსაშხეფების საჭიროებას, თუ სისტემა მოთხოვნილია და თქვენ არ გაქვთ დამატებული, მიიღებთ შეცდომის მესიჯს.


რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში გრაფა ასე უნდა გამოიყურებოდეს.


შენობის სიმაღლესთან დაკავშირებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა მონიშნოთ, ამას საჭიროების შემთხვევაში Archfix-იც შეგახსენებთ.


თქვენ მიერ არჩეული კონსტრუქციის ტიპის მიხედვით მოგეცემათ ინფორმაცია კონსტ. ტიპის და დაკავებულობის მიხედვით მაქსიმალურ შეზღუდვებზე თითოეული დაკავებულობისთვის.


ავტოსაშხეფების საჭიროების პირველ ნახევარში აღწერილია რის გამო დაგეკისრათ სისტემის დამატების აუცილებლობა


ავტოსაშხეფების საჭიროების მეორე ნახევარში აღწერილია შენობის რა ნაწილებში უნდა დაყენდეს ავტოსაშხეფი სისტემა. ზოგჯერ არ არის მთლიან შენობაში დაყენება აუცილებელი, თუმცა პროტოტიპის ეტაპზე Archfix ყველაფერს ითვლის მხოლოდ მთლიან შენობაში ავტოსაშხეფი სისტემის დაყენებით ან გარეშე


ეტაპი - 3 - გასასვლელი საშუალებები

გასასვლელების რაოდენობა და სიგანე დამოკიდებულია ძირითადად დამკავებლების რაოდენობებზე, შენობის სიმაღლეზე და გასასვლელებს შორის მანძილზე (გასასვლელებს შორის დაშორება უნდა იყოს სართულის ყველაზე დიდი დიაგონალის ნახევარი ავტოსაშხეფის გარეშე და ავტოსაშხეფით დიაგონალის მესამედი)

მინიმალური აუცილებელი გასასვლელების რაოდენობა და სიგანე დამკავებლების და შენობის სიმაღლის მიხედვით დაგხვდებათ გამოთვლილი.


გასასვლელი საშუალებები

შემოხაზულ ნაწილში სართულების მიხედვით გამოთვლილია მინიმალური გასასვლელების რაოდენობა, თუ არსებული გასასვლელების რაოდენობა იქნება ნაკლები მოთხოვნილზე გამოთვლილი რაოდენობა წითლად იქნება ნაჩვენები.


ასე უნდა გამოიყურებოდეს მონიშნული მონაკვეთი დაკმაყოფილებული მოთხოვნის შემთხვევაში.

თუ სხვადასხვა სართულზე გასასვლელები სხვადასხვა რაოდენობით გჭირდებათ, გამოიყენეთ სართულები (რომელი სართულიდან რომლამდე გსურთ რომ წვდებოდეს თითოეულ გასასვლელი)


ამ ღილაკის დაჭერით გასასვლელის უფრო დეტალურად გახსნას შეძლებთ.

ეტაპი - 4 - ლიფტები

ლიფტები


თქვენ დაინახავთ მესიჯს ლიფტის აუცილებლობის შესახებ თუ საჭირო გახდა მისი დამატება.

ეტაპი - 5 - წყალსადენი სისტემები

წყალსადენი სისტემები


წყალსადენი სისტემების რაოდენობები გამოითვლება სართულებზე დამკავებლების რაოდენობის და დაკავებულობის მიხედვით.

თითოეული დაკავებულობისთვის საჭირო წყალგაყვანილობის სისტემების სანახავად, დააჭირეთ დაკავებულობის აბრევიატურას ღილაკი "ყველა"-ს გვერდით.

ხოლო თუ გსურთ ისევ დაჯამებულად ყველა დაკავებულობის წყალგაყვანილობის სისტემის ნახვა, დააჭირეთ ღილაკს "ყველა".